ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაქში რუსმა ძალოვანებმა ექვსი ე.წ. ბოევიკი მოკლეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სპეცოპერაცია ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში წუხელ ჩატარდა. ძალოვანების ინფორმაციით, კორპუსში გამაგრებულმა ტერორისტებმა ძალოვანებს შეიარაღებული წინაარმდეგობა გაუწიეს. მათი ვინაობა ამჟამად დგინდება.
თუმცა, რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებით, წინასწარ ცნობილი იყო, რომ შენობაში ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირები იმყოფებოდნენ და მათ რიგ ტერორისტულ დანაშაულებში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული, სამ მთაგანზე კი, მათ შორის „ბანდის მეთაურზე“ ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული.
ძალოვანების ცნობით, სროლის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა და „ბოევიკებმა“ სხვა სართულზე გადანაცვლება სცადეს. მათივე განცხადებით, ძალოვანება და სამოქალაქო პირბეს შორის არავინ დაშავებულა.
აღნიშნულ სპეცოპერაციას წინ უსწრებდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადება. მან გამოცემა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცახადა, რომ “დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტებს იყენებს, როგორც ადრე კავკასიაში”.
0
0