რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი დასავლეთს ჩრდილოეთ კავკასიაში „1990-იანი წლების მსგავსად ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების გამოყენებასა და ამ გზით რუსეთის მოსახლეობაში შიშის დანერგვის“ მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პატრუშევმა გამოცემა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ ცრუ განცხადებების პარალელურად, დასასვლეთი აქტიურად იყენებს რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს და მოქმედებს იმ მეთოდებით, რომლებსაც ჩრდილოეთ კავკასიაში 1990-იან წლებში იყენებდა“, - განაცხადა პატრუშევმა.
მისივე მტკიცებით, დასავლური სპეცსამსახურები რუსეთის ტერიტორიაზე დანაშაულების ჩასადენად ტერორისტებსა და დივერსანტებს წვრთნიან, რათა მოსახლეობაში შიში ჩანერგონ და რუსეთის სახელმწიფოს კონსტიტუციურ საფუძვლებს ძირი გამოუთხარონ.
0
0