“გვარამის არ აქვს ახალი ხმების მიზიდვის უნარი, “ნაცმოძრაობის” ხმებს წაიღებს” - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს.
“ახალი ხმების მიზიდვის უნარი გვარამიას არანაირად არ გააჩნია. იმ ხმების მიზიდვის უნარი, ვინც 2021 წელს ოცნებას მისცა ხმა ან საერთოდ სახლში დარჩა, მათი მიზიდვის უნარი არ აქვთ, ენმ-ს ამომრჩეველში უნდა გაინაწილონ ხმები. თუ მათ შეძლეს, რომ ენმ-მ ეს ნორმატიული გავლენა დაკარგა, მაშინ, ამ ყველაფერს ჩვენზე კარგი გავლენა ექნება. როდესაც აღარ იარსებებს ერთი ასეთი ალტერნატივა ენმ-ს სახით და ეს იქნება დაშლილად აღქმული, ეს თუ შეძლეს, ამან შეიძლება პოზიტიური გავლენა მოახდინოს - მიხვდეს ის ამომრჩეველი, რომელიც სახლში რჩებოდა, ან ქოცებს აძლევდა ხმას, რომ თუ ოპოზიციას ხმას დაუჭერს, მაინცდამაინც მიშა არ მოვა.” - ამბობს ჩერგოლეიშვილი.
11 მარტს გახდა ცნობილი, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია საარჩევნოდ ერთიანდებიან. პოლიტიკურ გაერთიანებას “ახალი” ერქმევა და საარჩევნო ნომერი - 4 იქნება.
0
0
სინგაპურში ინტერნეტ-თაღლითებს გაროზგავენ
06/11/2025