პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი ასახელებს მიზეზებს, რის გამოც, მისი შეფასებით, პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს ხალხის მხარდაჭერას. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაპარტიელმა ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოყვანა:
“დღეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი: დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც იმსახურებთ მოსახლეობის ნდობას. მე, პირიქით, შემიძლია მინიმუმ 10 ფაქტი, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი… თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოო გამძლიერებელი, “რუსული კანონის” ინიციატორი და მიმღები…”
ლილუაშვილს, მისი გამოსვლის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის ფლანგიდან შეძახილებით მიმართეს: „შენ ვინ ხარ?“; „შენ ვინ აგირჩია, შენ?“
„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ კი ლილუაშვილს უთხრა: „თვალებიც ხომ ამან არ დათხარა?“.
საპასუხოდ ლილუაშვილმა კოლეგებს უმრავლესობიდან დამშვიდებისკენ მოუწოდა.
0
0
19 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/07/2025