14/06/2023
13:59
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში მომხადრმა ინციდენტმა მმართველი პარტიის დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსული რუბლის კუპიურები ოპოზიციას შეაყარა.
“გაჭმევთ ამ რუბლებს”- ყვიროდა მმართველი პარტიის ლიდერი.
“ეს რუბლები მიუტანეთ ხოშტარიას” – ისმის საკანონმდებლო ორგანოში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა პარლამენტში - მოქალაქემ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა და საპროტესტო ბანერი გაშალა. ცნობისთვის, პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებიან.
პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა სასესიო დარბაზის აივნიდან ნაჭერი წარწერით „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან" გადმოფინა და სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024