
Fox News-ის ყოფილ წამყვანთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წელს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებაში უკრაინელები დაადანაშაულა.
როგორც BBC-ი წერს, კარლსონს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ეჭვი არ გამოუთქვამს და არც სიტყვა „შეჭრა“ გამოუყენებია უკრაინაში რუსული ჯარებისა და რაკეტების თავმოყრის საკითხზე კომენტირებისას.
„ჩვენ ჩვენს ხალხს, საკუთარ თავებს, სამშობლოს და ჩვენს მომავალს ვიცავდით“, - განუცხადა პუტინმა კარლსონს.
კარლსონს ასევე განსაკუთრებული აქცენტი არ გაუკეთებია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვის მიმართ დაპატიმრების ორდერების გაცემის თემაზე.
კარლსონმა აღნიშნა, რომ „ვაშინგტონში პროფესიონალ მატყუარებს“ სურთ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ პუტინი თანამედროვე ადოლფ ჰიტლერია. ჟურნალისტმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებს იდიოტები უწოდა, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთს ექსპანსიონისტური ამბიციები აქვს პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში.
"მე პუტინს სარეკლამო მომსახურებას არ ვუწევ. ჩვენ გიჟები გვმართავენ - პრეზიდენტი და ის გესლიანი ჭკუასუსტი [აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია] ტორი ნულანდი“, - თქვა კარლსონმა.
0
0