21/03/2023
19:57
პოლიტიკა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება.
„ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის განხორციელების გზები. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად. ჩვენ დავაჩქარებთ ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციას საქართველოს სასარგებლოდ“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრებს მართავს. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროკომისარს გადასცა მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი ეცდება, დისკუსია ფართო ჩართულობით გაგრძელდეს და ქვეყანამ უახლოეს თვეებში დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა.
0
0