22/09/2023
17:04
ბადაგონი
“საოცნებო მოგზაურობა საქართველოს ისტორიულ მხარეში, ქართველები ქოშერ ღვინოს ამზადებენ“ - ასე აღწერს ცნობილი ისრაელელი ჟურნალისტი, ლინდა გრადსტეინი საქართველოში მოგზაურობას, რომელსაც ვრცელ სტატიას გამოცემა “იერუსალიმ პოსტი” უძღვნის.
სტატია კახეთის რეგიონში მოგზაურობას და ქართული ღვინის ისტორიას ეძღვნება.
“საქართველოში ღვინოს დიდი რაოდენობით ამზადებენ. ერთ-ერთმა მსხვილმა ღვინის კომპანია ”ბადაგონმა", საფერავის ცნობილი ჯიშის ყურძნისგან ქოშერი ღვინის დამზადება დაიწყო." - წერს ჟურნალისტი და მეღვინეობა “ბადაგონში” სტუმრობას აღწერს.
“ღვინის დამზადების უახლესი ტექნოლოგიის მქონე ”ბადაგონის" ღვინის ქარხანას ვესტუმრე და იქ, ქოშერის ღვინოც დავაგემოვნე, რომელიც ახლახან, ისრაელის ბაზარზე შემოვიდა. ქოშერის ღვინოს ბრუკლინის ღვინის ზოგიერთ მაღაზიაშიც ნახავთ." - ნათქვამია სტატიაში.
ქოშერი ღვინის პოპულარობა ისრაელელ ტურისტებსა და სტუმრებში, სულ უფრო მზარდია. ამას თავად კომპანია “ბადაგონშიც” ადასტურებენ.
როგორც მეღვინეობაში გვითხრეს - “ბადაგონის” ქოშერი ღვინით აღფრთოვანებას ისრაელელი სტუმრები არასდროს მალავენ და ის, ძალიან პოპულარულია. სწორედ ამან განაპირობა ქოშერი ღვინის წარმოება და შემდგომ ექსპორტი ისრაელში, რომელიც რამდენიმე თვის წინ წარმატებით დაიწყო.
"მეღვინეობა “ბადაგონის” ქოშერი ქვევრის ღვინო საფერავი, ისრაელში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა და მასზე მოთხოვნა ძალიან მზარდია" - გვითხრეს “ბადაგონში”.
“ბადაგონმა” ქოშერი ღვინის ექსპორტი ისრაელში რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
პროექტზე მუშაობა კი, 2 წლის წინ, “ისრაელის სახლის” ხელმძღვანელის, იციკ მოშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა.
0
0