12/05/2023
17:21
სამართალი
მსჯავრდებული სააკაშვილი არის პატიმარი და ჩვენ, როგორც ახლა, მომავალშიც გავაგრძელებთ ექიმების რეკომენდაციების შესრულებას. შესაბამისი დასკვნა როდესაც გვექნება, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილი მკურნალობას განაგრძობს კლინიკა „ვივამედში“:
„ადამიანის ჯანმრთელობას როდესაც ეხება საკითხი, ყოველთვის ვმოქმედებთ სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაცია თუ იქნება, რომ უკვე შესაძლებელია მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი. ამჟამად იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა, გადაყვანილი იყოს ან სხვა კლინიკაში, ან პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ის განაგრძობს მკურნალობას კლინიკა ვივამედში “, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
0
0