
გაურკვეველი, ბუნდოვანი, ნისლიანი. ევროკავშირში რატომ უნდა მიგვიღონ? ჩვენ ვართ კანიბალური საზოგადოება, - ასეპასუხობს ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების რა პერსპექტივა აქვს საქართველოს.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ქართული საზოგადოება კანიბალურია, რადგან მიხეილ სააკაშვილს „ვკლავთ ჩვენს თვალწინ და ვჭამთ მის ხორცს“.
„არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისკენ არის, ქართული საზოგადოება არის კანიბალური. აგერ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] ვკლავთ ჩვენს თვალწინ და ვჭამთ მის ხორცს. კანიბალიზმი არსებობს, მორალური, პოლიტიკური, ზნეობრივი, ეკონომიკური. კანიბალები ვართ ჩვენ და კანიბალებს ევროპაში არ იღებენ, ევროპაში კი არა, არც აზიაში იღებენ“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
0
0