17/05/2023
13:26
სამართალი
ქარელში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი: 1972 წელს დაბადებული პოლიციის მაიორი ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.
საპატრულო ეკიპაჟი ავტობანის მისადგომთან იყო გაჩერებული, როცა დასავლეთ საქართველოდან დიდი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა, პატრულის მანქანას დაეჯახა.
დაშავებული მძღოლი "გორმედში" გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. პოლიციამ ის უკვე დააკავა.
"მთვრალი იყო, "პროწივზე" შევარდნილა... ადგილზე დაიღუპა ორივე“, - ამბობენ ახლობლები მომხდარ ტრაგედიაზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
0
0