
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას ეხმაურება და წერს, რომ ეს კანდიდატის სტატუსის მიღების ისედაც “დაბალ შანსებზე” კიდევ უფრო ცუდად აისახება.
"აბა, თუ გამოიცნობთ, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც კი (მით უმეტეს, ევროტურნეს საპასუხოდ), რა ზემოქმედებას იქონიებს სტატუსის მიღების შანსებზე (ისედაც დაბალზე)?
ps მაინცდამაინც დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება. მაინცდამაინც თავს ნუ დადებთ ამაზე", - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
0
0
გურიაში მამაკაცი დაჭრეს
26/06/2025