19/07/2023
09:29
საზოგადოება
ტრაგედია დატრიალდა გუშინ ჩაქვში.
სასტუმრო "ოაზისში" აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.
როგორც ცნობილია, ბიჭი დედასთან ერთად ისვენებდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა აუზზე დამსვენებლები იმყოფებოდნენ.
"დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს. როგორც ყვებიან, აზრად არ მოსვლიათ, თუ ბავშვი იხრჩობოდა. დედა-შვილი ქუთაისიდან იყო ჩამოსული“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივებმა.
ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. მომხდარის ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, რომ რომ არა კომპლექსური გულგრილობა, ახლა 5 წლის ბიჭი ცოცხალი იქნებოდა.
"დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში - სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში….
- სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას
- სასტუმროს, რომ კვალიფიციური მედ პუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება
- სასწრაფო, რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო
- სასწრაფოს, რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის
პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა..
ამ ყველაფრის პარალელურად აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძობდნენ ბანაობას…რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?" - წერს თვითმხილველი.
წყარო: ambebi.ge
0
0