02/10/2021
19:20
პოლიტიკა
“16 წელიწადია იმას ველოდი, რაც გუშინ მოხდა. ჩემთვის ეს დადებითი ემოციები იყო, იმიტომ რომ 16 წელი ვიყავი მოლოდინის რეჟიმში. ჩემთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო დღე, გუშინდელი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი შეიყვანეს ციხეში“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ.
2005 წლის ზაფხულში, გაზეთმა „რეზონანსმა“ იმ დროს პარლამენტის წევრ (რესპუბლიკური პარტია) ვალერი გელაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნა, რომელშიც დეპუტატმა პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით არაკორექტული განცხადებები გააკეთა. საქმე ეხებოდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობას. 2005 წლის 14 ივლისს გელაშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. დეპუტატმა თავდასხმა ინტერვიუს და პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშსწორებას დაუკავშირა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
0
0