02/06/2022
14:33
პოლიტიკა
მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადანაშაულა სოროსის ფონდის თბილისის ოფისი, უწოდა მას ომის პარტიის დანამატი და პირდაპირ ღალატში დასდო ბრალი, ამით, მნიშვნელოვანი ლიბერალური სიმბოლო შეირყა.
შეგახსენოთ, რომ ყველა ის ძირითადი იდეოლოგიური რეფორმა, რაც ვარდების რევოლუციის შემდგომ გატარდა, იქნებოდა ეს საგანმანათლებლო რეფორმა, იქნებოდა ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირება და ა.შ, სოროსის ფონდის მხარდაჭერით და იდეოლოგიური კარნახით ხდებოდა. მარტივი გადასამოწმებელია, რომ ლიბერალების საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლობდა უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, რომელიც სოროსის მთავარ იდეოლოგიურ ცენტრი იყო, სანამ ორბანის გადაწყვეტილებით, უნგრეთში მას არ დახურავდნენ. შესაბამისად, საქართველოში ლიბერალიზმი პირდაპირ დაკავშირებულია სოროსის ფონდთან.
როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი, პირდაპირ ადანაშაულებს სოროსის ფონდს, ეს მანიშნებელია, რომ გაბატონებული წესრიგი იცვლება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, საბჭოთა კავშირის დროს, უმაღლესი თანამდებობის პირს, ლენინი დაედანაშაულებინა და დაეგმო.
მინდა შეგახსენოთ, სოროსის იდეოლოგია დგას კარლ პოპერის ნააზრევებზე, განსაკუთრებით კი მის ნაშრომზე „ღია საზოგადოება და მისი მტრები“. ამ წიგნში, პოპერი აკრიტიკებს პლატონიდან დაწყებული მარქსამდე, ყველა იმ მოაზრევნესა, თუ ფილოსოფოსს, რომელსაც უკეთესი სამყაროს შექმნის მცდელობა ჰქონდა. მის ნაშრომში ერთ მხარს არსებობს ღია, თავისუფალი საზოგადოება, რომელიც შედგება ინდივიდებისგან, ხოლო მეორე მხრივ, მათ მტრებისგან, ანუ საზოგადოების დანარჩენ ნაწილისგან.
შემთხვევითი არ არის, როდესაც სოროსმა საქართველოში, მეცნიერებათა აკადემიაში ყოფნისას, ქართველ მეცნიერებს უპასუხა, რომ მას არ აინტერესებდა ქართველი აკადემიკოსების აზრი, ის აქცენტს აკეთებდა ახალ თაობაზე. შესაბამისად, ანიშნა, რომ ის არ თვლიდა ამ ხალხს ღია საზოგადოების ნაწილად.
კარლ პოპერის ნააზრევს მთლიანად იმეორებს ისეთი პოლიტიკური პარტიები, როგორებიცაა:“ ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, ორივე „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაჩენილი ყველა სხვა პარტია. შესაბამისად, იდეოლოგიურ სივრცეში, პოპერის ნააზრევები პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოში უდიდეს როლს თამაშობს.
საქართველოში საზოგადოების ნაწილს, არაერთხელ გაუკრიტიკებიათ სოროსი და მისი ფონდი. არაერთხელ მოუწყვიათ აქციები, მაგრამ საბოლოო ჯამში, მარტივად ხდებოდა პროტესტანტების მარგინალიზება. კომედი შოუებში აბაიბურებდნენ მათ, საჯარო სივრცეში დასცინოდნენ და ბნელებს უწოდებნენ და ა.შ.
დღეს კი, სიტუაცია შეცვლილია. დღეს უკვე, არა მარტო ქვემოდან, არამედ, უმაღლესი ხელისუფლების პირებისგან ისმის კრიტიკა, რაც ცვლის საერთო სურათს. ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია ლიბერალიზმის კრიზისით ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, თუ სახელმწიფოებმა უფრო მეტი ეგოიზმი, უფრო მეტი სახელმწიფოებრიობა და საკუთარ ინტერესზე აგებული პოლიტიკა არ გაატარეს, ისინი უბრალოდ არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდებიან.
ეს პროცესები აიძულებს ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებს მჭიდრო კავშირი დაამყარონ საზოგადოებრივ განწყობებთან და თავიდან მოიცილონ ის იდეოლოგიური აპარატი, რომელიც ბოჭავს სუვერენიტეტს და ახალისებს ისეთ ელიტებს, რომელიც ეწევა შიდა დესტაბილიზაციას.
პოლიტიკური და იდეოლოგიური კურსი უკვე აღებულია და ეს კურსი გადის ლიბერალური იდეოლოგიის და ჯგუფების გადალახვისკენ.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022