02/07/2022
14:19
ანალიტიკა
ტელევიზიის და ზოგადად მედიის მთავარი ფუნქცია იყო ის, რომ რეალური, გადამოწმებული ინფორმაცია მიეტანა საზოგადოებამდე. ზოგადად რეალობა ფილოსოფიური კონცეფტიაა და შეიძლება ითქვას, რომ რეალობა ქმნადია, რადგან რასაც მედია წარმოაჩენს მხოლოდ ის იქცევა „რეალობად“, ხოლო ის რაც მედიის მიღმა რჩება, ის „რეალობის“ კატეგორიიდან ამოვარდნილია. მის შესახებ ან საზოგადოება ვერაფერს იგებს, ან საკმაოდ გვიან იგებს. მაგრამ ყოველთვის არსებობს რეალობის შეთანხმებული კატეგორიები, რომლითაც საზოგადოება ანიჭებს ერთ მოვლენებს უფრო მნიშვნელოვან როლს, ვიდრე მეორეს.
გარკვეულწილად რეალობის შექმნაში შეუძლებელია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი მხარე, მასში მონაწილეობს როგორც პოლიტიკური ძალები, ისე მედია და საზოგადოება, ამიტომ იგრძნობა განსხვავება პროპაგანდასა და ინფორმაციას შორის. პროპაგანდა ცალმხრივიად ქმნის „რეალობას“, მის შექმნაში საზოგადოება არ არის ჩართული, ამიტომ საზოგადოება გრძნობს პროპაგანდის მიერ მოწოდებული „რეალობის“ სიყალბეს.
რითია დაკავებული ქართული ტელევიზიები, მაგალითად რითია დაკავებული ტვ პირველი, მთავარი, ფორმულა? ისინი ქმნიან ხელოვნურ დაპირისპირებებს და სკანდალებს, ჭარბ რეალობას ყველაფერში რასაც ეხებიან. მათ საინფორმაციო სიუჟეტებში და პოლიტიკურ შოუებში ჭარბი ემოციები, ჭარბი მოლოდინები, ჭარბი დაპირისპირებები, მოვლენების გაშუქების მაღალი ტემპი, რომელიც არ იძლევა დაფიქრებისა და გაანალიზების საშუალებას, ქმნის აპოკალიტურ და ნიჰილისტურ სურათს. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს ემოციურად იწურება, მისი ნება და ფსიქოლოგიური თავდაცვით უნარები ქვეითდება, ჩნდება აგრესია, ჩნდება ისტერიულობა და შიზოფრენიული ნიშნები. არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელსაც თბილისელების 66% მიმართავს, კონკრეტულად კი ის, რომ აღარ უყურებენ ტელევიზიებს. ამ მოვლენას დავარქვათ „ტელევიზიებსიგან გაქცევის“ სინდრომი.
სოციალურ ქსელში ჩანს განსხვავებული რეალობები. ერთი მხრივ ტელევიზიები გველაპარაკებიან საზოგადოებაში არსებულ დაპირსპირებებზე, მეორე მხრივ საზოგადოება სოციალურ სივრცეში ახერხებს აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ერთმანეთთან ურთიერთობას და დიალოგს, იმ შემთხვევაში თუ კი სოციალურ სივრცეში არ არიან
ჩართულები ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ქმნიან ბაბლებს, რომელიც ასრულებს იმ როლს სოციალურ სივრცეში, რა როლსაც ასრლებს ტელევიზიები, ანუ ქმნიან დაპირისპირებას და ტოტალურობსი განცდას, რომ ისინი ყველგან არიან და ყველაფერში.
საკმარისია 100-200 იუზერის, ხშირ შემთხვევაში ფეიქ-ექაუნთების დაბლოკვა, რომ შენ აღმოჩნდები განსხვავებულ რეალობაში და აღმოაჩენ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსიები, განსხვავებულთან თანამშრომლობა და ა.შ. ესე იქმნება ორი რეალობა, რეალობა რომელსაც ჟურნალისტები ტელევიზიების მეშვეობით
და აქტივისტები სოციალური მედიის და სივრცეში აქტურობით ქმნიან და ის რეალობა რაც საზოგადოებაშია. ორი რეალობა იწვევს საზოგადოებაში „შიზოფრენიულ“ ტენდენციების გაჩენას.
მინდა გავიხსენო დელეზის და გვატარის წიგნი: „ანტი-ედიპოსი: კაპიტალიზმი და შიზოფრენია“, სადაც პრაქტიკულად ჩვენი რეალობაა ნაჩვენები. თუ კი ტოტალიტარიზმი ქმნის პარანოიას (სადაც ადამიანი მოელის სხვაში მთავრობის ფარულ აგენტს, ხალხის მტერს და ა.შ), ლიბერალიზმი ქმნის შიზოფრენიას. შიზოფრენიკი არ არის აუტისტი, რომელიც სოციალურ ცხოვრებიდან არის გარიყული, რომელიც იმყოფება საკუთარ ფანტაზიურ სამყაროში, ის არის ადამიანი რომელიც მთლიანად „გადართულია“, რომელიც დამოკიდებულია კონვეირულ პროცესის „შემოთავაზებებზე“. რადგან ის მთლიანად
გაუცხოებულია საკუთარ სურვილებისგან და არ შეუძლია გაიგოს რა უნდა სინამდვილეში, ამიტომ შეზოფრენიკი ყოველთვის არის ისეთი, რომელიც ინტერესდება საინფორმაციო კონვეირით. ამ პროცესში გაუგებარი ხდება თუ რა არის „მე“, თუ მას გამოაცლი იმ „სურვილებს“, იმ განწყობებს რასაც კონვეირული სისტემა უქმნის, თუ კი გამორთავ ამ პროცესიდან დარჩება ცარიელი „მე“. ამიტომ კვაზური სუბიექტურობა, რელეტივიზმი, ისეთ ცარიელ „მე“-ს ქმნის, რომელიც გაუცხოებულია საკუთარ თავისგან, ესმის მხოლოდ ვირტუალური სივრცეში ჩართული ფლეშ-მობები. მაგალითად ის გაუცხოებულია საკუთარ სოციალურ ცხოვრებისგან, მას არ შეუძლია საბანკო პროცენტზე, კომუნალური გადასახადის გაზრდაზე, მძიმე სოციალურ ცხოვრებაზე გამოვიდეს, მაგრამ ესეთ ადამიანისთვის „სააკაშვილის შიმშილი“ ან მსგავსი მოვლენა რომელიც მედიის კონვეირულ სისტემისგან ეუბნება რომ მთავარი საკითხია მის ცხოვრებაში, იქცევა მმრთლაც მთავარ საკითხად ამ ცარიელ „მე“-სთვის.
ესე იქმნება შიზოფრენიული რეალობა, სადაც ადამიანი დაცლილია საკუთარი თავის გაგების ყველანაირ საშუალებებთან, ის ცხოვრობს იმ რეალობაში, თუ ანტი-რეალობაში რომელსაც საინფორმაციო კონვეირი თავაზობს, ეს კონვეირი კი არ აპირებს გაჩერებას.
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022