13/09/2021
18:09
პოლიტიკა
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
საქართველოს კურორტი წყალტუბო, რომელიც ოდესღაც „საბჭოთა რივიერად“ იყო ცნობილი, უნიკალური ღირსშესანიშნაობებითაა სავსე.
როგორც რადიო „თავისუფალი ევროპის“ ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი ამბობს (იგი იანვრის ბოლოს სამი დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა), „წყალტუბოს შენობები იმ ქალბატონებს მოგვაგონებენ, რომლებიც ასაკოვანი არიან, მაგრამ ძველი დიდებულება და ბრწყინვალება მაინც შერჩენიათ… აქ თქვენ დაინახავთ ოდესღაც თვალწარმტაც ატრიუმებს და თვალისმომჭრელ ჭაღებს, ბროლისაგან დამზადებულს…“.
დღეს ამ შენობენში ლტოლვილები – იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, ეთნიკური ქარტველები ცხოვრობენ, რომლებიც აფხაზეთიდან წყალტუბოში 1992-1993 წლების ომის შედეგად მოვიდნენ. 9 000-მდე ადამიანი ყოფილ სახელმწიფო სანატორიუმებში არიან შესახლებულები.
ახალზელანდიელმა ფოტოგრაფმა ამოს ჩაპლმა „Daily Mail“-ს თავისი შთაბეჭდილებები უამბო ქალაქზე, რომელიც ამჟამად მიტოვებული კურორტის შთაბეჭდილებას ტოვებს – ბევრი სანატორიუმი დანგრევის პირასაა მისული.
„ძალიან სამწუხარო მდგომარეობა ვიხილე. საერთოდ, საქართველო, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, უფრო მეტად დაზარალდა. ასე რომ, წყალტუბო მთლიანობაში იმ ქვეყნის ზოგად ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც ფეხზე ჯერ ვერ დამდგარა ეკონომიკურად“, – ამბობს იგი.
„სანატორიუმებში ადამიანები ცხოვრობენ, იქ ასაკოვანი ქალბატონებიც არიან, რომლებიც ჭერზე დაკიდებული ბროლის ჭაღების ფონზე დააბიჯებენ მიტოვებულ დარბაზებსა და ვესტიბიულებში და კონტრასტულ სურათებს წარმოადგენენ. უშუალოდ ოთახებში კი მათ საკმაოდ კარგი პირობებია აქვთ შექმნილი – არის ტელევიზორი, ავეჯი… მოკლედ, ის, რასაც თქვენ თბილისის საშუალო კლასის ოჯახში ნახავთ. ეს ოთახები კონსტრასტულია იმ შენობების ფასადებთან შედარებით, სადაც ისინი ცხოვრობენ.
როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ქალაქში ორი სანატორიუმი მუშაობს და კარგ მდგომარეობაშია: „მე თვითონ მივიღე ცხელი ტალახის აბაზანა“, – თქვა მან.
ფოტოგრაფი წყალტუბოში იმიტომ ჩავიდა, რომ გავრცელდა ინფორმაცია – საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კურორტის აღდგენას აპირებსო. აშენდება აგრეთვე ახალი საცხოვრებელი კორპუსები, ლტოლვილების შესასახლებლად.
ამოს ჩაპლის თქმით, ლტოლვილები ამ პროექტს მიესალმებიან, თუმცა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბური ძარცვა საქართველოს ისტორიაში არ მომხდარაო.
წყარო: «Daily Mail» (დიდი ბრიტანეთი)
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022