13/09/2021
18:01
პოლიტიკა
„შოთა
შოთა რუსთაველი უბრალო ოჯახიდან არ იყო, მისი მშობლები ცნობილი და შეძლებული ადამიანები იყვნენ და შვილს მშვენიერი განათლება მისცეს. შოთამ რამდენიმე ენა იცოდა, სწავლობდა საბერძნეთში, ზეპირად შეეძლო ბერძენი ფილოსოფოსების თხზულებათა მოყოლა, კარგად ერკვეოდა ღვთისმეტყველებაში და მშვენიერი ორატორი იყო. მაგრამ ხშირად ხდება – როცა ბევრი რამ იცი, ბევრი სამწუხარო გაქვს. შოთა სულ უფრო ხშირად ფიქრობდა საეროდან სასულიერო ცხოვრებაში გადასულიყო… და ამ დროს მას შეხვდა.
თამარი
თამარ მეფე მამამისის ერთადერთი მემკვიდრე იყო, ძმები არ ჰყავდა. იგი ქვეყანას ისე მართავდა, რომ ვერავინ ბედავდა მის მიმართ უპატივცემლობა გამოეჩინა. რკინისებური ნების ქალი, დაუნდობელი იყო მექრთამეების, ხაზინის ქურდებისა და ადგილობრივი ტირანების მიმართ, მაგრამ იგი იმავდროულად დიდსულოვანი და ჰუმანური მმართველიც იყო. ბრძენი ქალის მმართველობამ სახელმწიფო ეკონომიკურად ააყვავა, ისტორიული ურთიერთმტრობა ჩაცხრა, მეფემ ხალხის საძულველი ჩინოვნიკებს პოსტები ჩამოართვა… მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ თამარი სახელმწიფოს ძლიერ, პატიოსან და ჰუმანურ მმართველს წარმოადგენდა.
ცნობილია ისიც, რომ თამარს იშვიათი სილამაზის ქალი იყო: მას მშვენიერი ფიგურა ჰქონდა, ტანწერწეტა, მუდამ სახე უღიმოდა და ირგვლივ სინათლეს და სიკეთეს აფრქვევდა. მისი ცოლად მიყვანა საქართველოს ახლო-მახლო და შორს მდებარე სახელმწიფოებიდან ბევრ სასიძოს სურდა – სპარსელ შეიხებს და ბიზანტიელ უფლისწულებს…
მაგრამ თამარს, [ტრადიციის მიხედვით, ქართველმა დიდებულებმა] ყველაზე უარესი პრეტენდენტი შეურჩიეს – რუსი მთავარი იური, ანდრეი ბოგოლიუბსკის ვაჟი.
თამარის პირველი ქორწინება
თავდაპირველად თამარს ეგონა, რომ ერთმორწმუნე ქმართან უფრო ახლოს იქნებოდა – სულიერადაც და პრაქტიკულადაც. მაგრამ სამწუხაროდ, მისი იმედი არ გამართლდა: იური მხოლოდ ორ რამეს აღმერთებდა – ლოთობას და გარყვნილებას. თამარი ქმრის ამორალურ ქცევას ორი წელი ითმენდა, შემდეგ კი გასცილდა. იურის ეწყინა, თავისი მომხრეები შემოიკრიბა და ყოფილ ცოლს აჯანყება მოუწყო. მაგრამ თამარი ყველა ღირსებასთან ერთად, ტალანტიური მეომარიც იყო: მისმა ჯარმა აჯანყება ჩააქრო, იური კი სამარცხვინოდ დაბრუნდა რუსეთში.
სიყვარული ერთი ნახვით…
თამარი პირადი ცხოვრების მოუგვარებლობის გამო მოწყენილი არ იყო, მას უამრავი სახელმწიფოებრივი საქმე ჰქონდა. მისი მმართველობის ეპოქას ქართველები ოქროს საუკუნეს უწოდებენ: თამარმა შემოიღო სავალდებულო განათლება, მფარველობდა და ხელს უწყობდა მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებას, სამეფო კარზე ბრძენკაცებს და პოეტური ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს იწვევდა… სწორედ იმ დროს გაიცნეს ერთმანეთი თამარმა და შოთამ. მისი დანახვისთანავე შოთა მოხიბლული დარჩა: სულ თამარზე ფიქრობდა, სიყვარულით დამონებულს არც სმა და არც ჭამა აღარ შეეძლო… ბოლოს მან დიდებული ეპოსი „ვეფხისტყაოსანი“ დაწერა, რომელშიც თავისი უპასუხო სიყვარული აღწერა.
მეორე ქორწინება
თამარს სიამოვნებდა პოეტის რაინდული თაყვანისცემა, მაგრამ იცოდა, რომ ქმრად არ გამოადგებოდა. იგი თავისი ბავშვობისდროინდელ მეგობარზე გათხოვდა, ოს უფლისწულ სოსლანზე (მას საქართველოში დავითს ეძახდნენ). სოსლანი კარგი მეომარი, კეთილშობილი და სასიამოვნო გარეგნობის ადამიანი იყო, რომელსაც ცოლი ნამდვილად დიდი გრძნობით უყვარდა. თამარსაც სიამოვნებდა მასთან ყოფნა. შესაძლოა, ქმრისადმი დიდი სიყვარული არ ჰქონდა, მაგრამ იგი მეუღლეს უდიდეს პატივს სცემდა და მისი ერთგული იყო, საერთო მიზნის – ქვეყნის განვითარების უზრუნველსაყოფად. მათ ჯერ ვაჟი, შემდეგ კი გოგონა დაებადათ.
ასეთ სიტუაციაში პოეტიც კი, რომელიც ოცნებებისა და ილუზიების სამყაროში ცხოვრობდა, იძულებული გახდა ეღიარებინა საკუთარი თავის წინაშე, რომ თამარზე მეტად აღარ უნდა ეფიქრა.
შოთა პალესტინაში გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა ჯვრის მონასტერში. სიცოცხლის ბოლომდე ის და თამარი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან, მაგრამ არის ერთი საინტერესო მომენტი…
იქ, მარადიულობაში…
არქეოლოგებს დღემდე ვერ მიუკვლევიათ თამარ მეფის საფლავისათვის, მაგრამ გავრცელებული ხმებით, ვატიკანში თითქოსდა მიაკვლიეს დოკუმენტებს, რომელთა თანახმად, მან ანდერძი დატოვა – როცა მოვკვდები, პალესტინაში, ჯვრის მონასტერში დამასაფლავეთო.
ჩვენს სააქაო ცხოვრებაში, სადაც ყოველთვის ყველაფერი რთულია, მეფე ქალმა საკუთარ თავს პოეტის მიმართ სიყვარულის გამჟღავნების უფლება არ მისცა…. მაგრამ მას ვერავინ შეუშალა ხელი იმქვეყნიურ ცხოვრებაში შოთა მარადიულად ჰყვარებოდა.
წყარო: https://www.goodhouse.ru/stars/zvezdnye-istorii/stihi-prekrasnoy-dame-carica-tamara-i-shota-rustaveli/
0
0
ტაივანი - გეოპოლიტიკური აურზაური
05/08/2022
ქებათა ქება ვიქტორ ორბანისა
28/07/2022
ბაიდენი და „პერესტროიკა“
27/07/2022
უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი
19/07/2022