ორივე ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია

0
39

ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია. ისინი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. ორივე შემოტანილი შემთხვევაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად კოვიდცენტრბში 120 ადამიანი იმყოფება და გამოჯანმრთელებულთა პროცენტულმა მაჩვენებელმა უკვე 85%-ს გადააჭარბა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 926 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 791 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 207.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here