26/04/2024
19:44
პოლიტიკა
“შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, შეუძლებელია წარსულმა გაიმარჯვოს მომავალზე” - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.
მელიას ფიქრობს, რომ 29 აპრილს, "ოცნების" დაგეგმილ აქციაზე, იძულებით მიყვანილი ხალხი ყველანაირად შეეცდება “თავის დაღწევას”.
"ძალდატანებით ბევრი ადამიანი გამოჰყავთ და მჯერა, რომ ბევრი არ მიიღებს მონაწილეობას და რაღაცნაირად დაუძვრება მათ მოთხოვნებს, ბევრი 5-10 წუთით გამოჩნდება და მიიმალება, მაგრამ ბევრსაც მოუწევს იქ დგომა მაინც. მაგრამ, ეს იქნება პირველი აქცია, სადაც სტატისტიკურად ყველაზე ბევრ მოქალაქეს ვიხილავთ ქუდით და კეპით და სხვადასხვა შესაძლებლობით, რომ იქნებ ადვილად იდენტიფიცირებული ისინი არ გახდნენ" ამბობს ნიკა მელია.
როგორც ცნობილია, “ქართული ოცნება” 29 აპრილს საერთო სახალხო შეკრებას გეგმავს.
0
0