29/11/2024
05:30
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩეველი, მოატყუა, რომელსაც სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ მათ ევროკავშირამდე მიიყვანდა.
„„ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო გადაწყვეტილება არის გარდაუვალი შედეგი იმისა, თუ როგორ მოატყუეს მათ მთელი ქართველი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩეველი, რომელსაც სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ მათ ევროკავშირამდე მიიყვანდა“, - წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
0
0