29/11/2024
05:23
პოლიტიკა
გაიღვიძა საქართველომ, ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, გამარჯვება ძალიან ახლოსაა და „თვითმარქვია ხელისუფლების“ დასასრულიც მალე დადგება.
„ერთი რამ უნდა გავიაზროთ, ან ჩვენ გადავტეხთ, ან ისინი წაიღებენ ამ ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გადავტეხთ. ჩვენ რომ ახლა გავჩერდეთ ამ ახალგაზრდების დაჭერას დაიწყებენ, დაჯარიმებებს დაიწყებენ. სულ 3 ათასი სპეცრაზმელია მთელ საქართველოში, ამაზე დგას მთელი რეჟიმი. 3 ათასმა კაცმა და თვითმარქვია ივანიშვილმა როგორ შეიძლება წაიღოს ეს ქვეყანა. ექიმები, მასწავლებლები, მშობლები, საჯარო მოხელეები, ყველა უნდა გამოვიდეთ. დავდგეთ რა ბოლოს და ბოლოს ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ახლოს არის გამარჯვება. სამ დღეში ეს სპეცრაზმი რომ დაეყრება ძირს, ვეღარ ადგებიან. ხომ ხედავთ, ამ ხალხის წინააღმდეგობამ გააჩერა ისინი. გვინდა, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნოდეს ხალხს და არა ამ დაჯგუფებას, თვითმარქვია ხელისუფლების დასასრული უნდა დავაყენოთ ძალიან მალე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0