29/11/2024
05:26
პოლიტიკა
ჯერ ის ულვაშებიანი, მოსიარულე ტუტუცი რომ წარადგინეს პრეზიდენტობის კანდიდატად, დურბინდიდანაც რომ არ აქვს წიგნი დანახული და მერე, გამოხტა კობახიძე და რაც თქვა მოვისმინეთ, ჩააბარა ანგარიში პუტინს - ჩვენ არც რუსები ვართ, არც ბელარუსები, ქართველები ვართ, წინააღმდეგობა ჩვენი გენეტიკაა,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები აუცილებლად გაიმარჯვებენ.
"სულ ვამბობდი ერთ რამეს - ჩვენ არც რუსები ვართ, არც ბელარუსები. ამათ ავერიეთ რუსებში და ბელარუსებში, თავში წავუტყაპუნებთ და ხმას არ იღებენო. ქართველები ვართ, ბიჭო! სხვა გენეტიკა გვაქვს, სხვა ჯიში. წინააღმდეგობა ჩვენი გენეტიკაა, როდესაც გვამცირებენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ. ხომ ხედავთ, როგორი სტიქიური ამბავია, რაც ხდება. რა, ვინმემ გამოიყვანა ეს ხალხი? ვინმემ დააორგანიზა, რომელიმე პარტია ჩაუდგა სათავეში თუ, რა? მოისმინეს ეს საზიზღრობა, რაც ისაუბრეს. ჯერ ის ულვაშებიანი მოსიარულე ტუტუცი რომ წარადგინეს პრეზიდენტობის კანდიდატად, დურბინდიდანაც რომ არ აქვს წიგნი დანახული და მერე, გამოხტა კობახიძე და რაც თქვა მოვისმინეთ. ჩააბარა ანგარიში პუტინს და იმანაც, რა მაგრები ხართო. სინამდვილეში, აი ეს არის ეროვნული წინააღმდეგობა და ბრძოლა სახალხოდ, ყოველგვარი ორგანიზებისა და ყველაფრის გარეშე. აი ეგაა, მაგარი ხალხი ვართ! ამათ ვაჩვენებთ სეირს. ახალ საქართველოს ავაშენებთ ბრძოლით. არცერთი ნორმალური ქვეყანა ბრძოლის გარეშე არ აშენებულა. საფრანგეთი გინდა, ბრიტანეთი თუ ჰოლანდია. დაპირისპირებები სულ იყო, ხალხი უკეთესი ქვეყნისთვის იბრძოდა. ასე იქნება, თავს არავის არ დავუხრით! ეგეთი ხალხი ვართ. "მეთოდიჩკა", რაც "ეფესბემ" მიაწოდა ამ ტუტუცებს, იქ ეწერა, რომ - წაუტყაპუნებ, აღარ გამოვლენ, კიდე წაუტყაპუნებ, საერთოდ აღარ გამოვლენო. იმუშავა რუსეთში "ბალოტნაიაზე", მინსკში და ეგონათ, თბილისშიც ასე იქნებოდა.
გავიმარჯვებთ აუცილებლად, ამაში ეჭვის ნატამალი არ მეპარება. ამათ გავყრით და სულ ცეკვა-ცეკით შევალთ ევროკავშირში", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
0
0