07/12/2021
13:22
პოლიტიკა
სუბარის თქმით, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი შერიგებაზე.
„მივაწოდებ მას ყველა იმ ადამიანის ახლობლების საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იყვნენ მოკლულნი ქუჩაში, თუ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული, მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება. მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ დაელოდონ 2024 წელს და მოიგონ არჩევნები. შერიგების იდეა მისაღებია, ოღონდ ჩამოვუთვლი ასეულობით ადამიანს, რომელთა ოჯახის წევრებიც მოკლეს მისი პირადი ბრძანებით. აფრასიძეებს იმიტომ ვახსენებ, რომ ამ შემთხვევაში მან პირადად აღიარა, რომ გასცა ოჯახის განადგურების და მოკვლის ბრძანება, მან პირადად აღიარა ეს "რედისონში", ერთ-ერთ ბრიფინგზე, რომ პირადად გასცა ოჯახის განადგურების ბრძანება, შეგიძლიათ თქვენს არქივებში დაძებნოთ”, - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ქუჩაში პროცესების გადატანით პოლარიზაციის შემცირება და შერიგება არ ხდება.
„გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ვინც შემოვიდა პარლამენტში, იმუშაონ კანონებზე, უკეთეს მომავალზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ა.შ. საკრებულოებში 30 პროცენტი არის ოპოზიციის, იმუშაონ იქ, დესტრუქციით კი ნუ იქნებიან დაკავებულნი, სასჯელი, როცა ის არის გამოტანილი სამართლიანი სასამართლოს მიერ, უნდა აღსრულდეს, ეს არის ქვეყნის ნორმალური განვითარება. როცა ქუჩაში უნდათ პროცესების გადატანა, ქუჩაში გადატანით პოლარიზაციის შემცირება და შერიგება არ ხდება”, - განაცხადა სუბარმა.
0
0