14/11/2024
20:35
მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებამ აფრიკულ სახელმწიფოებზე გაცემული ვალდებულებების ჩამოწერის გადაწყვეტილება მიიღო. საერთო ჯამში, ჩამოწერილი თანხის მოცულობა 20 მილიარდ დოლარს აღწევს, ანუ ამ თანხის დაბრუნება აფრიკულ ქვეყნებს აღარ მოუწევთ.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მარტივია - აფრიკის რეგიონში არსებული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულებების გასტუმრება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ამიტომ მოსკოვმა შეღავათის გაცემის და პოლიტიკური სარგებლის მიღების გზა აირჩია.
ზუსტად რას მიიღებს კრემლი სამხრეთ სუდანიდან, გვინეიდან და სიერა ლეონედან, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აფრიკულ სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირები გაღრმავდება და რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერთვება აფრიკაში გარკვეული პროექტების განხორციელებაში.
0
0