14/11/2024
20:45
საზოგადოება
რადიო „სივრცემ“, რომელიც თბილისსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს, უკვე ერთი წლის თავზე, მაუწყებლობა კახეთში დაიწყო.
კახეთის რეგიონში რადიო „სივრცის“ მოსმენა შესაძლებელია FM 102.3 სიხშირეზე.
როგორც საინფორმაციო სააგენტო spnews.io-ს რადიო „სივრცის“ დირექტორმა ეკა ვეფხვაძემ განუცხადა, რადიო „სივრცე“ კახეთის რეგიონს სრულად დაფარავს და ეს არის პირველი რეგიონი თბილისის შემდეგ, სადაც რადიო „სივრცის“ მოსმენა შესაძლებელი გახდა.
„რადიო „სივრცეს“ მოისმენენ კახეთშიც, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს არის პირველი რეგიონი, სადაც ჩვენი რადიოს მოსმენაა შესაძლებელი. რადიო „სივრცე“ სრულად დაფარავს კახეთის რეგიონს. რეგიონული ამბები კი, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.“- განაცხადა ეკა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიოს მიზანია ობიექტურად და ოპერატიულად მიაწოდოს მსმენელს მისთვის საჭირო, გადამოწმებული ინფორმაცია.
„ჩვენი თემატური მიმართულებები მრავალფეროვანია და ის სრულად მორგებულია მომხმარებელზე - ჩვენს მსმენელზე. საინფორმაციო, საავტორო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, შემეცნებითი და სპორტული რადიოგადაცემები - უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ჩვენს მსმენელს საშუალება აქვს ასევე, პირდაპირ ეთერში ინტერაქტიულ დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა და ამა თუ იმ საზოგადოებრივ - პოლიტიკურ თემებზე საკუთრი აზრი გამოთქვას.“ - განაცხადა რადიოს დირექტორმა.
ცნობისთვის, „ყველა სივრცე ერთ ტალღაზე“- რადიო „სივრცემ“ მაუწყებლობა ერთი წლის წინ, 2023 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო. FM სივრცეში გამოჩნდა ახალი რადიოსადგური - რადიო „სივრცე“, რომელიც FM 98.5 სიხშირეზე თბილისსა და მის შემოგარენში წარმატებით მაუწყებლობს.
ამჯერად კი, რადიო “სივრცის” მოსმენა კახეთის რეგიონში, FM 102.3-ზე იქნება შესაძლებელი.
0
0