15/11/2024
00:02
მსოფლიო
საფრანგეთში ასეულობით ადამიანმა საფრანგეთ-ისრაელის საფეხბურთო მატჩის წინ ქვეყანაში ისრაელის ნაკრების ჩასვლა გააპროტესტა.
ერთა ლიგის მატჩი „სტად დე ფრანსზე“ იმართება. საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, უსაფრთხოების დასაცავად 4 000 სამართალდამცველი იქნება მობილიზებული სტადიონზე, მის გარეთ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. უსაფრთხოების მონიტორინგისთვის გამოყენებული იქნება ვიდეო თვალთვალის სისტემებიც.
ამასთან, სტადიონზე მხოლოდ საფრანგეთისა და ისრაელის დროშების შეტანის უფლება ექნებათ გულშემატკივრებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოლიდარობის ნიშნად მატჩს დაესწრება.
ცნობისთვის, გასულ კვირას ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის მოქალაქეები ამსტერდამში, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ გარეთ გამოსულ ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ
0
0