14/11/2024
20:21
პოლიტიკა
ეს იყო ევროპარლამენტში კონკრეტული ჯგუფის კიდევ ერთი ლუსტრაცია პოსტსაარჩევნოდ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფი შეეცადა გაეგრძელებინა ის, რაც წინასაარჩევნოდ არ გამოუვიდა. მათ შორის ესაა საქართველოში საზოგადოების აზრის ფორმირება. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მათ ქართველმა ხალხმა ნიღაბი ჩამოხსნა.
„რას შეიძლება ეს ემსახურებოდეს? ეს არის საქართველოში საზოგადოების აზრის ფორმირების მცდელობა თუ ევროპარლამენტში აზრის ფორმირების მცდელობა? მე ვიტყოდი, რომ ორივე.
როგორც წინასაარჩევნოდ, კარგად ახსოვს საზოგადოებას რაოდენ უპრეცედენტო იყო თუნდაც ევროპარლამენტიდან იმ კონკრეტული, ლობისტური ჯგუფების არა მხოლოდ განცხადებები, არამედ პირდაპირ ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. და ასევე, პირდაპირ განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ მაქსიმალური ჩარევა და მცდელობა, რომ ამომრჩევლის აზრზე რაღაც ფორმირება მოეხდინათ. ეს როგორ გამოუვიდათ მათ ამ კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებს, რომლის გაგრძელებასაც ვხედავთ პოსტ საარჩევნოდ, ეს იქნება აქ დელეგაციები რუსთაველის გამზირზე თუ ევროპარლამენტში თითქმის 80% ცარიელ დარბაზში, ყველაფერს მიუთითებს კარგად და საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა გასცა მათ ღირსეული პასუხი, თუ რა დონეზე შეუძლიათ აი ასეთ ლობისტურ ჯგუფებს აქ აყალიბონ საზოგადოებრივი აზრი. აქ ეს არ გამოუვიდათ. ახლა ვხედავთ მცდელობას, რომ ეს გააკეთონ პოსტსაარჩევნოდ. რა თქმა უნდა არ გამოუვათ ეს თემა, უკვე გაშიფრულები არიან, ნიღაბ ჩამოხსნილები არიან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024