ვის შეეხება ანაზღაურების 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში - ფინანსთა მინისტრის განმარტება
06/12/2021
17:56
საზოგადოება
A-
+A
ხელფასები 2017 წლიდან ნამდვილად, პრაქტიკულად გაყინული იყო საჯარო სექტორში, ზრდა არ ხდებოდა. ამ მიმართულებით ჩვენ სისტემურად გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
„გარდა იმისა, რომ 10%-იანი ზრდა შეეხება ყველა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულებს, მათ შორის ძირითადი ნაწილი მოიცავს - ჯარს, პოლიციას, სამედიცინო პერსონალს, მასწავლებლებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჩვენ უკვე კანონშიც ავსახეთ და მომდევნო წელს მთავრობა წარუდგენს პარლამენტს წესს, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება. ძირითადი პარამეტრი ამ მიმართულებით იქნება კერძო სექტორში არსებული ხელფასები და სწორედ კერძო სექტორში ხელფასების ზრდაზე იქნება დამოკიდებული საჯარო სექტორში ხელფასების მოწესრიგება. ამ მიმართულებით ზრდა იქნება ყოველწლიურად ჩადებული ბიუჯეტში, რაც უკვე სისტემურად მოაგვარებს ამ პრობლემას“, - განმარტა ლაშა ხუციშვილმა.
0
0
349
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%