01/07/2024
14:01
სპორტი
EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში ესპანეთის უძლიერეს გუნდთან დამარცხდა. გამორჩეული იყო ესპანური ნაკრების მცველი მარკ კუკურელია, რომელზეც ქართველები ყველაზე ბევრს ხუმრობდნენ, მისი გვარის მეგრულ გვარებთან მსგავსების გამო.
ვინ არის მარკ კუკურელია
25 წლის სპორტსმენი მარკ კუკურელია სასეტა დაიბადა 1998 წლის 22 ივლისი. ესპანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბ ჩელსისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდის მოთამაშეა.
კუკურელიას დებიუტი „ბარსელონაში“ სარეზერვო გუნდში შედგა. 16-დან 23 წლამდე ოლიმპიურ ტურნირში 2020 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა. მისი დებიუტი უფროსების გუნდში 2021 წელს შედგა.
ფეხბურთისადმი მისი სიყვარული 4 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამამ ბარსელონას ესპანიოლის აკადემიაში წაიყვანა. მალე ესპანურმა ქალაქ ბარსელონამ ყურადღება მიაქცია 14 წლის ბიჭს, რომელიც თავდაუზოგავად ვარჯიშობდა აკადემიაში. მცველისთვის მცირე სიმაღლის მიუხედავად (173 სმ), ის კარგად ხსნიდა ბურთს ჰაერში.
2022/2023 სეზონში, კუკურელიამ ლონდონის ჩელსისთან ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სატრანსფერო რბოლაში ჩელსიმ მანჩესტერ სიტის მოუგო და კუკურელია ხეტაფედან ჩელსიში რეკორდულ 75 მილიონ ევროდ გადავიდა. ბონუსების ჩათვლით მას კვირაში დაახლოებით 200 ათასი ევრო აქვს ხელფასი.
თუმცა, ესპანელი სპორტსმენის კარიერა ლონდონურ კლუბში არ გამოვიდა. სადებიუტო სეზონში მან 33 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ცუდად ითამაშა. ის ჩელსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველი აღმოჩნდა. სპორტული მედია მის კარიკატურებს აქვეყნებდა და წერდა, რომ ის იყო მოთამაშე, რომელმაც მოლოდინი ვერ გაამართლა.
კუკურელამ აღიარა, რომ 2022/2023 წლების სეზონი მისთვის რთული იყო, რადგან კარიერაში პირველად ითამაშა ტოპ კლუბში და დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. როლი ტრავმებმაც ითამაშა, რის გამოც კარგ ფორმაში ვერ იყო.
"მთელი ჩემი კარიერა პატარა კლუბებში ვითამაშე, სადაც ასეთი ზეწოლა არ არის. როდესაც დიდ გუნდში მიდიხარ, მაშინ გრძნობ ამ დაძაბულობას, თამაში ადვილი არ არის, რადგან იცი, რომ ყველა მატჩის მოგება გჭირდება. ხანდახან ასეთ სიტუაციებთან ადაპტაცია გიწევს, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია. არის კარგი და ცუდი წლები, მაგრამ მთავარია საკუთარ თავზე იმუშაო“, - აღნიშნა მან.
"ჩელსიში" მაურისიო პოჩეტინოს მოსვლის შემდეგ, მწვრთნელმა გადაწყვიტა ჩელსი ელიტაში დაებრუნებინა, კუკურელიას საშუალება ჰქონდა საკუთარი თავისთვის ბევრი რამ დაემტკიცებინა. არგენტინელმა მწვრთნელმა ფეხბურთელი ნახევარდაცვაში გადაიყვანა, სადაც მარცხენა ფლანგზე გაიბრწყინა. კლუბმა შეძლო თამაშის გაუმჯობესება და სეზონი პრემიერ ლიგის მეექვსე ადგილზე დაასრულა.
კუკურელიას კუმირი
ერთ-ერთ ინტერვიუში მარკ კუკურელიამ აღნიშნა, რომ ლეო მესი მისთვის ბავშვობაში მისაბაძი მაგალითი იყო.
"მე ლეო მესის ვბაძავდი, იმიტომ რომ ჩემთვის ის ნომერ პირველი იყო. „ბარსელონაში“ მის გვერდით ვთამაშობდი და ერთად ბევრს ვვარჯიშობდით.
როცა მის თამაშს უყურებ, ხედავ, რომ მესი ბევრს დადის. მაგრამ, ამას თავისი აზრი აქვს - ის ყველაფერს აკვირდება, სივრცეებს სწავლობს. შემდეგ კი, როცა უკვე ფეხთან ბურთი აქვს, საჭირო ინფორმაციას ფლობს. ამ მომენტში მას ყველაფერი აქვს მეტოქე გუნდის დასამარცხებლად.
მის თამაშში ყველაზე დაუჯერებელი და საოცარი სწორედ ეს არის.“
პირადი ცხოვრება
ესპანელი ფეხბურთელი დაოჯახებულია კლაუდია როდრიგესზე. ქალი დამწყები დიზაინერია. წყვილმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო. 25 წლის კუკურელიას სამი შვილი ჰყავს: ვაჟები მატეო და რიო, ქალიშვილი ბელა.
კუკურელიამ და კლაუდია ერთმანეთს 2018 წელს ბარსელონაში გაიცნეს, როდესაც მარკი ბლაუგრანაში თამაშობდა. გოგონა ყოველთვის თან ახლდა საყვარელ მამაკაცს, როდესაც ის გუნდებს იცვლიდა.
მალე პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც მატეო დაარქვეს. ორი წლის შემდეგ კი რიო შეეძინა. ბრაიტონის სეზონის ბოლო საშინაო მატჩზე კუკურელიამ თავისი შვილები მოედანზე გამოიყვანა. მას თან ახლდა ელეგანტური კლაუდია.
წყვილი ჯერ არ არის დაქორწინებული, მაგრამ ამისთვის საბუთი არ სჭირდებათ. ისინი სრულ ოჯახურ ჰარმონიაში არიან, რაც ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოებზეც ჩანს. კლაუდია რეგულარულად უზიარებს საყვარელ კადრებს თავის მიმდევრებს.
ambebi.ge
0
0