02/02/2025
00:31
სპორტი
ტალინში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს მედლებისთვის ყინულზე სპორტული ცეკვების და მამაკაცთა ფიგურული სრიალის ოსტატები იბრძოდნენ.
კაცთა შორის მოასპარეზეთა შორის იყოს საქართველოს წარმომადგენელი იყო ნიკა ეგაძე.
მოკლე პროგრამის შემდეგ მე-2 ადგილზე მყოფმა ნიკა ეგაძემ თავისუფალი სტილით სრიალში ქულა მიიღო და მე-8 ადგილი დაიკავა.
ორივე პროგრამით ასპარეზობის ჯამური შედეგით ნიკა ეგაძე მე-4 ადგილზე გავიდა.
1. ლუკას ბრიჩგი (ფინეთი) 267,09 (82,90+184,19)
2. ნიკოლაი მემოლა 262,61 (84,92+177,69)
3.ადამ სიაო ჰიმი ფა (საფრანგეთი) - 257,99 (93,12+164,87)
4 ნიკა ეგაძე (საქართველო) - 243,87 (91,94+151,93)
ყინულზე სპორტულ ცეკვაში საქართველოს წარმომადგენლებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა ასაპარეზობა მერვე ადგილზე დაასრულეს
ამრიგად, საქართველომ ტალინში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ერთი ვერცხლის (ანასტასია გუბანოვა) და ერთი ბრინჯაოს მედლით (ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა) დაასრულა.
ნახეთ ეგაძის გამოსვლა:
0
0