01/02/2025
00:18
სპორტი
ესტონეთიოს დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამა 129,62 ქულით დაასრულა, ჯამში 198.61 ქულა დააგროვა და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია 68.99 ქულით პირველ ადგილზე იყო, მან თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულა და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი საქართველოს სახელით ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონი ესტონელი ნინა პეტროკინა გახდა, მესამე ადგილზე ბელგიელი ნინა პინზარონე გავიდა.
გუბანოვამ 2023 წელს ფინეთის ქალაქ ესპოოში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო 2024 წელს კაუნასში ვერცხლის პრიზიორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მამაკაცთა შეჯიბრებაში ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა და თავისუფალი პროგრამით პირველ თებერვალს იასპარეზებს. ასევე თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ რიტმულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-10 ადგილზე არიან.
0
0