01/02/2025
00:57
სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეში, ATP-ს 250-ქულიან ტურნირზე ასპარზობა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლიოვთან ბასილაშვილმა თამაში პირველ სეტში მაშინ შეწყვიტა, როდესაც მეტოქე 5:2 იგებდა, ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი ტრავმის გამო ვერ გააგრძელა.
მონპელიეს ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარმატებული გამოვიდა. ორი წლის შემდეგ ეს მისთვის ATP-ს ეგიდით გამართული პირველი შეჯიბრება იყო, რომლის ძირითად ბადეშიც ითამაშა.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო და ძირითად ბადეშიც ორი წრე გაიარა. ბასილაშვილმა 63 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და მსოფლიოს მიმდინარე რეიტინგშიც 146-ე ადგილზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა კლასიფიკაციაში ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ს უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
0
0