12/11/2024
17:43
მსოფლიო
უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინის გარეშე არ უნდა მიიღებოდეს, ისევე, როგორც ევროპაზე ევროპის გარეშე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა უპირობო პრიორიტეტად უნდა დარჩეს. მისივე თქმით, რუსეთში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გაგზავნა სერიოზული ესკალაციაა.
„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საჭიროა ძლიერი უკრაინა, ძლიერი ევროპა და ძლიერი ალიანსი. გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ ნატო-მ და მოკავშირეებმა უკრაინას გაუწიონ ყველა საჭირო მხარდაჭერა, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ეს არის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებისკენ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ შეიძლება, მიიღებოდეს უკრაინაზე უკრაინის გარეშე და ევროპაზე – ევროპელების გარეშე“, – განაცხადა მაკრონმა.
0
0