27/11/2024
19:10
პოლიტიკა
„თუ შემოვლენ [ოპოზიცია] პარლამენტში - ძალიან კარგი, არ შემოვლენ და ამით არაფერი არ დააკლდება პარლამენტს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატის თქმით, თუ ოპოზიცია უარს იტყვის მანდატებზე, პარლამენტი მუშაობას ჩვეულებრივ გააგრძელებს, როგორც ადრე.
„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ვინ დაწერს და ვინ არ დაწერს განცხადებას. 61 მანდატი მიანიჭა [ოპოზიციას] ჩვენმა მოსახლეობამ, შესაბამისად, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ ამ მანდატებით. თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში - ძალიან კარგი, მაგრამ ამით საპარლამენტო მუშაობის კუთხით არაფერი არ შეგვემატება და არანაირ დადებითს ეს არ მოიტანს, ვიხილავთ უკვე დესტრუქციას პარლამენტის შენობაში. არ შემოვლენ და ამით არაფერი არ დააკლდება ჩვენს პარლამენტს და ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ამას ვაკეთებდით“, - აცხადებს მაჭავარიანი.
0
0