27/11/2024
21:24
საზოგადოება
ჟურნალისტ ლაშა ზარგინავას გულის ურთულესი პრობლემების დასაძლევად დახმარება სჭირდება.
როგორც მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ მას 16 ნოემბერს გული სამჯერ გაუჩერდა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა. ლაშას შემდგომი, ხანგრძლივი მკურნალობისთვის ფინანსებია საჭირო.
"მეგობრებო, ვინც ლაშას იცნობთ, ისიც იცით, რომ მთელი ცხოვრება, ცდილობდა სხვებს დახმარებოდა. მინიმალურით მაინც შეხიდებოდა ოჯახებს, რომლებსაც ციოდა. ადამიანებს, ვისაც წამალი სჭირდებოდა. ბავშვებს, რომლებსაც სწავლის პირობები არ ჰქონდა... თუმცა, ეს პოსტი ლაშას ღირსებებზე არ არის, მას, ისედაც ყველანი კარგად იცნობთ.
16 ნოემბერს, ლაშას ცხოვრებაში, ბევრი რამ შეიცვალა. ერთმა დღემ და სამჯერ გაჩერებულმა გულმა, მთლიანად ამოაყირავა მისი და ჩვენი გეგმები.
ფოთელი და ზუგდიდელი არაჩვეულებრივი ექიმების წყალობით, ლაშა გადარჩა, თუმცა ეს დასაწყისია მისი შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის.
გვინდა, ჩვენი სოლიდარობით, მან შეძლოს და შემდგომი კონტროლისა და კვლევების ეტაპი, გაიაროს ევროპის ან თურქეთის შესაბამის კლინიკაში. გავდივართ კონსულტაციებს, კარდიოლოგიის მიმართულებით რომელია საუკეთესო და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.
დასაფარია, ამ დღეების განმავლობაში გაწეული სამედიცინო ხარჯებიც.
ეს ყველაფერი კი, ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რასაც მარტო ვერ გავწვდებით, ამიტომაც, ვისაც გაქვთ სურვილი ჩაერთოთ ლაშას საბოლოოდ გამოჯანმრთელების პროცესში, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ". - წერს ლაშას ახლობელი სოციალურ ქსელში.
ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომრებს, რომელზეც შეძლებთ ლაშას დახმარებას:
საქართველოს ბანკი: GE42BG0000000173971300
თიბისი ბანკი: GE02TB7809845063600011
ლიბერთი ბანკი: GE29LB0711147608898000
მიმღები ლაშა ზარგინავა
0
0