27/11/2024
22:59
მსოფლიო
დიდი ხანია, უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
„დამიჯერეთ, ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ ვართ ინსტრუმენტი, რომელზეც ხელს დააჭერ და რაკეტას გაუშვებ. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი რაღაც დაინგრა, არცკი დაგვიმსახურებია მაგიდასთან ადგილი, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ და მთელი ომი ჩვენს თავს ხდება“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის არანაირი კოზირი არ აქვს.
„არანაირი კოზირი მას არ აქვს. თქვენ არ იცით, დონალდ ტრამპის გარემოცვაში როგორ მოიხსენიებენ, ამ სიტყვების გამეორებასაც კი არ დავიწყებ. როგორც არ უნდა მიყვარდეს, ბოლოს და ბოლოს ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია, როგორც ექცევიან მას რეალურად, შემიძლია გითხრათ, რომ გაშარჟება პირველია, ყველაფერი ახლა იწყება“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
0
0