27/11/2024
21:05
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში სომხეთში ევროკავშირის მისიის წევრებთან ერთად ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოსა და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
„ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალურად არის აზერბაიჯანის „სტრატეგიული პარტნიორი“, მონაწილეობდა მიუღებელ დიპლომატიურ შოუში, რაც აზერბაიჯანსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას იწვევს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
„პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი აზერბაიჯანის ოფიციალური პირების მრავალი მიმართვის მიუხედავად, პოლონურმა მხარემ თავი არ შეიკავა ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან. აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი დიპლომატიური ზომები ამ არამეგობრული ნაბიჯის წინააღმდეგ“, - განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.
0
0