01/02/2025
12:56
მსოფლიო
ფილადელფიაში, სამედიცინო ევაკუაციისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის წევრებთან ერთად, მცირეწლოვანი ბავშვი, ბავშვის დედა და ექიმი იმყოფებოდნენ. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რა სამწუხაროა უყურო, როგორ ვარდება თვითმფრინავი ფილადელფიაში, პენსილვანია. უფრო მეტი უდანაშაულო სულები დავკარგეთ. ჩვენი ხალხი საქმეში მთლიანადაა ჩართული. სწრაფი რეაგირების სამსახურებმა არაჩვეულებრივი სამუშაო ჩაატარეს“, - წერს ტრამპი.
მცირე ზომის თვითმფრინავი Learjet 55-ის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავს მექსიკიდან გადაჰყავდა ბავშვი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა და მკურნალობა აშშ-ში უნდა გაევლო. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.
0
0