მელაძის განცხადებით, დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა ტვ პირველის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი
01/02/2025
15:13
საზოგადოება
A-
+A
ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელევიზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა.
"დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა ტელევიზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი. ამ დროისთვის ვცდილობთ აღდგეს სათადარიგო ქსელით არხის მაუწყებლობა. იქ, სადაც გაითიშა, წესით სარეზერვო სიგნალით უკვე უნდა იყოს ჩართული ტვ პირველი.
ამ დრომდე ვერ ხერხდება გარე ჩართვის მოწყობილობების და სტუდიის დაკავშირება, ვერ ვაკეთებთ პირდაპირ ჩართვებს, ვერც თბილისიდან, ვერც საქართველოს რეგიონებიდან.
ველით მომსახურე კომპანიისგან უფრო მეტს დეტალს, რა ვითარებაში დაზიანდა თუ გადაჭრეს ჩვენი მაგისტრალური კაბელი", - დაწერა მელაძემ.
0
0
208
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%