01/02/2025
17:53
სპორტი
ავჭალის სტადიონზე საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბორჯღალოსნებმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 110:0 დაამარცხა.
რაც შეეხება პირველი ტაიმის შედეგს, ის საქართველოს გამარჯვებით - 42:0 დასრულდა.
ლელო: ივანიშვილი (2), აფრასიძე (2), ტაბუცაძე (2), აფციაური (2), კვესელაძე, ჯაფარიძე, კახოიძე, მატკავა, სპანდერაშვილი, ალანია, შვანგირაძე, ხაინდრავა.
გარდასახვა: მატკავა (8), ნინიაშვილი (7)
საქართველოს ნაკრები თავიდანვე ფავორიტად იყო მიჩნეული და „ბორჯღალოსნებმა“ ეს სტატუსი გაამართლეს, მათ მეტოქეს 16 ლელო დაუდეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.
„რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ქართველი მორაგბეების მეტოქე ტურნირის დებიუტანტი შვეიცარიის ეროვნული გუნდია.
ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარნენ გიორგი შველიძე და თედო აბჟანდაძე, ნაკრების კაპიტანი კი ამჯერად ბექა საღინაძეა. ამასთან, დებიუტანტები იყვნენ ირაკლი ქვათაძე, გიორგი ხაინდრავა, შალვა აფციაური და დაჩი პაპუნაშვილი.
შვეიცარიელებთან თამაშის შემდეგ ქართველი მორაგბეები 8 თებერვალს ნიდერლანდების გუნდს მიიღებენ, 16 თებერვალს კი სტუმრად ესპანელებთან ითამაშებენ.
ჯგუფიდან ნახევარფინალურ ეტაპზე მოხვედრა 2027 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის გარანტიაა, რადგან საგზურს პირდაპირ 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს.
0
0