01/02/2025
20:39
საზოგადოება
მზია არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გმირების გვერდით დაიჭირა ადგილი,- ეს განცხადება ბათუმში საპროტესტო მანიფესტაციის ფარგლებში, სიტყვის გამოსვლისას მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უსუსური სასამართლო მოქალაქეებს ასამართლებს.
„უსამართლო სასამართლო.. ჯერ გვაკავებენ, შემდეგ გვასამართლებს, მეც ერთ- ერთი ვარ, ვისაც მაწუხებს. დღეს 21-ე დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, თავისუფლება მზიას, იგი არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გმირების გვერდით დაიჭირა ადგილი, ისტორიაში არ არის მოხვედრა მთავარი, მაგრამ როგორ რომელ მხარეს”, - აღნიშნა ბახუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ევროპის მოედანზე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს.
„ახალი თეატრის“ მსახიობები და აქციებზე დაკავებულთა ახლობლები შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ.
ისინი დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
0
0