რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის - ტრამპის წარმომადგენელი
01/02/2025
20:07
მსოფლიო
A-
+A
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News–თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ ჩვენ ამ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ეს მთელ მსოფლიოს, მათ შორის, აშშ-ს, სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა კიტ კელოგმა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მომდევნო რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.
„ვფიქრობ, ჩვენ კარგი, საიმედო გეგმა გვაქვს, რათა საუბარი დავიწყოთ და შემდეგ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, - აღნიშნა კელოგმა.
0
0
63
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%