დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში 4 თებერვალს შეხვდება
01/02/2025
15:38
მსოფლიო
A-
+A
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს 4 თებერვალს შეხვდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის მიზნით, აქ სამშაბათს, 4 თებერვალს იქნება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც თეთრ სახლში შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპისგან მიწვევა მიიღო.
ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, მომავალ კვირას თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შიგერუ იშიბასაც შეხვდება.
0
0
43
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%