07/12/2021
14:14
საზოგადოება
მისი თქმით, არ იცის, სააკაშვილს შერიგება როგორ წარმოუდგენია, რადგან სხვა პარტიას წარმოადგენს და შერიგებასა და შეთანხმებაზეც ალბათ, განსხვავებული მოსაზრებები ექნებათ. თუმცა, ხაზს უსვამს, რომ შეთანხმება საჭიროა და ძირითადად თანხმობის დოკუმენტი არის ხოლმე კონსტიტუცია.
„რაც ვიცი, არის პირველ რიგში ის, რომ ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ძირეულ პრინციპებზე. უპირველესად იმაზე, გვინდა თუ არა სახელმწიფო ვიყოთ, ამ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს და ადამიანების ბედს წყვეტდნენ სახელმწიფო ინსტიტუციები და არა კონკრეტული ადამიანები, თუნდაც ლიდერები. შეთანხმება არის პირველი და ყველაზე საჭირო ნაბიჯი, შეიძლება მსხვერპლი და დამნაშავე ვერ შერიგდეს, ძალიან განსხვავებული წარმოდგენები შეიძლება გვქონდეს მათ შორის უახლესი ისტორიის ფაქტებზე, მაგრამ თუ გვინდა, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო და საზოგადოება ვიყოთ, ძირითად იმ პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, რომლის ირგვლივაც გვინდა სახელმწიფომ იარსებოს. სხვა სახელმწიფოებში ასეთი შეთანხმება არის კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ მანკიერი ტრადიცია გვაქვს, როცა ქვეყანაში არცერთხელ კონსტიტუციის მიღება თუ გადახედვა ეროვნული კონსესუსის საგანი არ გახდა. ამიტომ მე შეთანხმებით დავიწყებდი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაზე ვთანხმდებით, რა მიზნით და ვისთან ვთანხმდებით,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
0
0