01/07/2024
09:44
სპორტი
საქართველოს ნაკრები კონტრშეტევების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა - ეს განცხადება მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.
ლუის დე ლა ფუენტეს თქმით, ავტოგოლის შემდეგ ისინი სიტუაციას ცივი გონებით მიუდგნენ და თამაშის გაკონტროლებაც შეძლეს.
"შედეგით კმაყოფილი ვარ, ვიცოდით, რომ საქართველო კონტრშეტევებიდან სახიფათო იქნებოდა და გოლიც ასე გავუშვით. ავტოგოლი, თუმცა შემდეგ მრავალი შანსი შევქმენით. ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ ჩამორჩები ანგარიშში, ზოგჯერ წინ წახვალ, ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. მეტოქე კარგი იყო, გოლი გაიტანეს, მაგრამ მომენტს ცივი გონებით მივუდექით. შესაძლოა ცივმა ოფლმაც დაგვასხა, მაგრამ თამაშის გაკონტროლება შევძელით. დღევანდელი თამაშისგან ბევრს ვისწავლით, ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიძენთ და ასე, ყველა გარემოებებისთვის მზად ვართ.
გოლის შემდეგ ჩემ გუნდს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო. ველოდით საქართველოს ნაკრებისგან კონტრშეტევებს, ამ მხრივ ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვიცოდით, რომ გაშვებული გოლის შემდეგ აუცილებლად გავიტანდით, ჩვენს მომენტს დაველოდეთ და ასეც მოხდა," - აცხადებს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე.
0
0