10/02/2022
15:35
პოლიტიკა
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს პარლამენტისა და ვესტმინსტერის ფონდის ნაყოფიერი თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილმა ფონდის დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, მათ შორის პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისა და მოქალაქეების საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის გაუმჯობესებისთვის. მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ცნობისთვის, შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.
0
0