20/04/2024
12:55
სამართალი
ტაბიძის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ვასილ როსტევანიშვილს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი დაკავებული დაცვის თანამშრომლის 3 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ოფიციალური ინფორმაციით, ქურთიაშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღით, გიორგი რუხაძე და მისი დაცვის მეორე წევრი სამი დღის წინ დაჭრა. სამიდან ორი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სისხლიანი გარჩევის სავარაუდო მოტივი კრიმინალურ სამყაროში ცნობილი ძმების, პატიმრობაში მყოფი დავით და გუგა კაკულიების მიმართ შურისძიება იყო. ძმები სასჯელს 2 წლის წინ, არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის დაჭრისთვის იხდიან. სამი დღის წინ კი, ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის დროს ქურთიაშვილის მიერ დაჭრილი გიორგი რუხაძე კაკულიების მამიდაშვილია.
0
0