07/12/2021
12:32
პოლიტიკა
„ნატოში გაწევრიანება ასპირანტი ქვეყნებისთვის შესაძლებლობად უნდა დარჩეს, როდესაც ისინი მზად იქნებიან და როდესაც გაწერილი ვალდებულებების შესრულებას შეძლებენ, რაც კონკრეტულად იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ და სურვილი აქვთ წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
3 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის.
„მრავალი წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაწევრიანებაში, თუ/როდესაც ისინი დააკმაყოფილებენ წევრობის მოთხოვნებს. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში მკაფიოდ გაწერილია, რომ ალიანსის კარი ღია იქნება მათთვის, ვისაც გაწევრიანება სურს და კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია. ასე რომ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ეს ნატოს ბოლო შეხვედრაზე: ნატოს კარი ღიაა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
0
0