საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების 99%-ის საქმიანობის სფერო წელს უცნობია
06/10/2023
18:24
ეკონომიკა
A-
+A
2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების 99%-ის საქმიანობის სფერო უცნობია - ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებლი მონაცემები.
კერძოდ, 2023 წლის იანვარ-აგვისრტოში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით, 9 364 კომპანიაა რეგისტრირებული, მათგან 9 278 კომპანიას საქმიანობის სფერო მითითებული არ აქვს.
რაც შეეხება სფეროებს, რომლებშიც ის კომპანიები საქმიანობენ, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ცნობილია, ასე გამოიყურება:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 58 სუბიექტი
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 13 სუბიექტი
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 5 სუბიექტი
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 3 სუბიექტი
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 2 სუბიექტი
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 1 სუბიექტი
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1 სუბიექტი
- ტრანსპორტი და დასაწყობება - 1 სუბიექტი
- სხვა სახის მომსახურება - 1 სუბიეტი
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს რუსული მხარის მონაწილეობით საქართველოში 15 166 კომპანია დარეგისტრირდა, საიდანაც 12 713 კომპანიის საქმიანობის სფერო უცნობია.
0
0
232
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%